top of page

სერვისები

პრევენცია

ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ პაციენტებს, შეინარჩუნონ კბილების სიჯანსაღე. ამიტომ ყველა პაციენტს ვურჩევთ კბილების პროფესიულ წმენდას. კბილების პროფესიონალურად გასაწმენდად ექიმს ყოველ 6 თვეში უნდა მიაკითხოთ.

იმპლანტოლოგია

სტომატოლოგიური იმპლანტი ბუნებრივი კბილის ფუნქციას ასრულებს. იმპლანტი დაკარგული კბილის ჩანაცვლების ყველაზე ოპტიმალური ალტერნატივაა. იმპლანტით შესაძლებელია როგორც ერთი, ისე რამდენიმე კბილის ერთდროულად ჩანაცვლება.

ენდოდონტია

ენდოდონტიური ჩარევის ამოცანა კბილის არხის სისტემის მიკრო ორგანიზმებისგან გაწმენდაა კბილისა და მისი მიმდებარე ქსოვილების ინფექციისგან დასაცავად. ინდიგოს კლინიკებში ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც არხის მდგომარეობის მიკროსკოპულ დონეზე შეფასების საშუალებას გვაძლევს. 

ორთოდონტია

თანკბილვის დარღვევას მკურნალობა სჭრიდება. თანკბილვის პათოლოგიების მკურნალობა ადრეულ ასაკშივეა რეკომენდირებული, თუმცა ასევე წარმატებულია ზრდასრულებშიც. კბილთა დგომისა და თანდგომის სამკურნალოდ რამდენიმე ხერხი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ბრეკეტებია.

ორთოპედია

კბილის ფესვის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზიანებული კბილის აღდგენის ორ მეთოდს ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს. თუ ფესვი ჯანმრთელია, პაციენტს მხოლოდ გვირგვინის აღდგენა დასჭირდება. დაზიანებული ფესვის შემთხვევაში, იმპლანტის ალტერნატივა სტომატოლოგიური ხიდია. 

ესთეტიკური სტომატოლოგია

პაციენტისთვის სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული პროცედურებია პროფესიული გათეთრება, ესთეტიკური ბჟენები და ვინირები. კბილების გათეთრებისთვის პაციენტებს ვთავაზობთ როგორც პროფესიულ გათეთრებას, ასევე, ე.წ. სახლში გათეთრებას. 

პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია კბილთა სისტემის საყრდენი რბილი და მყარი ქსოვილების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს. ყველაზე გავრცელებული დაავადება პაროდონტიტია. პაროდონტიტის მკურნალობისას ვიყენებთ როგორც თერაპიულ, ასევე, ქირურგიულ მეთოდებს.  

ქირურგია

ქირურგიული ჩარევა მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გახდეს საჭირო. მაგალითად, ასეთი შემთხვევებია პაროდონტიტის მკურნალობა, კისტის ექსტრაქცია ან იმპლანტის ჩასმა. ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება დაავადებული ან პრობლემური კბილების ექსტრაქციის დროსაც. 

პედიატრიული სტომატოლოგია

არასწორი კვების, პირი ჰიგიენის არასაკმარისად დაცვის, თუ გენეტიკური მიდრეკილებების გამო, ბავშვების ნაწილში ადრეულ ასაკშივე იჩენს თავს პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები. ინდიგოს სტომატოლოგიური კლინიკები ამ პრობლემების პრევენციასა და მკურნალობაზე მუშაობენ. 

სტომატოლოგიური ლაბორატორია

იმპლანტების გვირგვინების, ვინირების, ხიდების, პროტეზების დამხსდებისას საუკეთესო შედეგის მისაღებად, ინდიგოს სტომატოლოგიური კლინიკების ტექნიკოსები უახლესი ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარიხის მასალებით მუშაობენ.  

bottom of page