პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის რეზიდენტურა
სუბსპეციალობის (პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია) პროგრამის მიზანია სერტიფიცირებული ექიმი-სტომატოლოგებისათვის (თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით დამატებითი კომპეტენციის მინიჭება, რათა მათ შეძლონ ამბულატორიულ დონეზე პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიური მანიპულაციების შესრულება.
პროგრამის სასწავლო მიზნები
ცოდნა
მაძიებელმა პროგრამის დასრულების შემდგომ უნდა იცოდეს:
-
ქირურგიული სტომატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტის გასინჯვა და დაავადების დიაგნოსტიკა;
-
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძირითადი არსის განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
-
დაავადების პრევენციის ღონისძიებების დასახვა;
-
მკურნალობის სქემის შემუშავება, სამკურნალო საშუალებების მიზანმიმართული სელექცია და დანიშნულებისამებრ გამოყენება;
-
პირის ღრუს პათოლოგიის მქონე პაციენტთა ანამნეზის შეკრება;
-
კლინიკური გასინჯვის ყველა აღიარებული მეთოდი;
-
კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებების მონაცემთა კვალიფიციური ინტერპრეტაცია, დიაგნოსტიკა;
-
ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესები;
-
ქირურგიული სტომატოლოგიის განყოფილების/კაბინეტის ორგანიზაცია და ტექნიკური აღჭურვილობა;
-
ბილების ექსტრაქციისთვის საჭირო იარაღები;
-
კბილების ექსტრაქციის ჩატარების მეთოდიკა ზედა და ქვედა ყბაზე;
-
ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ინფილტრაციული და რეგიონალური ანესთეზიების ჩატარების თავისებურებები;
-
გაუტკივარების ადგილობრივი საანესთეზიო ნივთიერებების კლინიკო-ფარმაკოლოგიური თვისებები.
უნარები
პროგრამის დასრულების შემდგომ მაძიებელს უნდა შეეძლოს:
-
არაინექციური გაუტკივარების შესრულება;
-
ინექციური გაუტკივარების (ინფილტრაციული, მძიმე-რეგიონული) შესრულება;
-
კბილების ექსტრაქცია;
-
კბილების ექსტრაქციის შემდეგ ჭრილობის დამუშავება და მოვლა;
-
კბილის ექსტრაქციის გართულებების: ზოგადი, ადგილობრივი, ადრეული, მოგვიანებითი პროფილაქტიკა და მკურნალობა;
-
კბილების ამოჭრის პათოლოგიების: ნახევრადრეტენციული, დისტოპიური კბილები, დიაგნოსტიკა და, ჩვენების მიხედვით, ოპერაციული მკურნალობა;
-
კბილის ფესვის მწვერვალის რეზექცია;
-
პირის ღრუს ოდონტოგენური და არაოდონტოგენური ანთებითი პროცესების დიაგნოსტიკა;
-
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ჭრილობების დამუშავება და შეკერვა;
-
ენის ზერელე ჭრილობების დამუშავება და სატურაცია;
-
კბილების მოტეხილობების დიფერენციული მკურნალობა;
-
კბილების ამოვარდნილობის დიფერენციული მკურნალობა;
-
ალვეოლური მორჩის მოტეხილობების კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
-
მცირე ზომის ოდონტოგენური კისტების ქირურგიული მკურნალობა;
-
მცირე სანერწყვე ჯირკვლების რეტენციული კისტების ქირურგიული მკურნალობა;
-
სარძევე კბილების ექსტრაქცია;
-
კბილების ამოვარდნილობის მკურნალობის თავისებურება სარძევე და ცვლად თანკბილვაში;
-
ოდონტოგენური ანთებითი პროცესების – სუბპერიოსტული აბსცესის გახსნა;
-
სანერწყვე ჯირკვლების ანთებითი დაავადებების მკურნალობა ბავშვთა ასაკში;
-
ოდონტოგენური კისტების მკურნალობა: ცისტოტომია, ცისტექტომია;
-
ზედა და ქვედა ტუჩის ლაგამის პლასტიკა.
სწავლების ეტაპები
ქირურგიული სტომატოლოგიური ავადმყოფების გამოკვლევა, გაუტკივარება ქირურგიულ სტომატოლოგიაში. კბილის ამოღების ოპერაცია
1 თვე
ოდონტოგენური ანთებითი პროცესები. კბილის მაგარი და რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები. ენის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანებები და პაროდონტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
1 თვე
ავადმყოფის გამოკვლევის მეთოდიკა ბავშვებსა და მოზარდებში. სარძევე და მუდმივი კბილების ექსტრაქციის თავისებურებები, მათი გართულებების თავიდან აცილების გზები. ოდონტოგენური ანთებითი პროცესების მიმდინარეობის თავისებურებები ბავშვებსა და მოზარდებში. კბილების ტრავმული დაზიანებები, მათი მკურნალობის სპეციფიკა გამომდინარე ასაკიდან. მცირე მასშტაბის ქირურგიული ჩარევები ყბების ძვლების მცირე ზომის სხვადასხვა გენეზის კისტებისა და სანერწყვე ჯირკვლების კისტების დროს. ზედა და ქვედა ტუჩის ლაგამების ქირურგიული მკურნალობის ვადები და მეთოდების თავისებურებები ბავშვებსა და მოზარდებში
1 თვე