პედიატრიული სტომატოლოგია
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ჩვენ გთავაზობთ:
კონსულტაცია ექიმთან: ვიზიტის დროს ჩვენი ექიმი შეაფასებს პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, ცერა თითის თუ სატყუარას წოვის ეფექტს; განსაზღვრავს დამატებითი ფტორის საჭიროებას; პაციენტსა და მშობლებს გააცნობს პირის ღრუს მოვლის წესებს.
ფისურების ჩაბეჭდვა: კარიესის განვითარებისგან კბილის დასაცავად ვიყენებთ ფისურების ჩაბეჭდვის მეთოდს. ჩაბეჭდვა არ ითვალისწინებს ბურღვას ან კბილის გაქლიბვას, ეს გაცილებით უფრო მარტივი პროცედურაა. თავდაპირებლად კბილი იწმინდება. შემდეგ მასზე სპეციალური გელი თავსდება რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ კბილი ირეცხება და შრება. ბოლოს მასზე ჭედურა დაიტანება. ზოგჯერ ლაზერსაც ვიყენებთ, რომ ჭედურის გაშრობა დავაჩქაროთ. სულ რამდენიმე წუთში კბილის საღეჭ ზედაპირზე იქმნება დამცავი შრე, რომლის სიცოცხლისუნარიაობა 5-დან 10 წელია.
სასურველია, რომ ფისურების ჩაბეჭდვის პროცედურა კბილის ამოსვლისთანავე ჩატარდეს, რომ თავიდანვე იქნეს აცილებული კარიესის რისკი.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?
-
მოარიდეთ შაქრის შემცველ საკვებსა და სასმელს. შაქარი კბილებისა და და ღრძილების დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
-
ბავშვს ჩვევად უნდა ექცეს კბილების ჯაგრისითა და სტომატოლოგიური ძაფით ყოვედღიურად წმენდა. გაითვალისწინეთ, რომ პატარებს კოორდინაცია საკმარისად არ აქვთ განვითარებული და კბილების გაწმენდისას უფროსების დახმარება დასჭირდებათ.
-
გამოიყენეთ ფტორის მაღალი შემცველობის მქონე კბილის პასტა და სავლები.
-
ადრეული ასაკიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტს. ეს ვიზიტი 3 წლის ასაკამდე უნდა შედგეს. სტომატოლოგების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია და ჩვენი ექიმები ამაში დაგეხმარებათ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს მაგალითს მშობელი აძლევს.