top of page

მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიური იმპლანტი მასზე გვირგვინის მოთავსებით ღეჭვითი ფუნქციის აღდგენის ოქროს სტანდარტია, მკურნალობის ეს ფორმა ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ შემთხვევაში პაციენტს დაკარგული კბილების ჩანაცვლების ალტერნატიულ ფორმებს ვთავაზობთ.

გვირგვინები

 

ეს მეთოდი გულისხმობს გვირგვინის აღდგენას და რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კბილის გვირგვინი აქვთ დაზიანებული, მაგრამ ფესვი ჯანმრთელია. გვირგვინი ჩვენი კლინიკის ლაბორატორიაში მზადდება. გვირგვინის მასალა შეიძლება იყოს ცირკონის, კერამიკის ან კომბინირებული. გვირგვინის მასალას პაციენტთან კონსულტაციის შედეგად ვარჩევთ.

ხიდები

სტომატოლოგიური ხიდი დაკარგული კბილის ჩასანაცვლებლად გამოიყენება. ხიდი ორ მეზობელ კბილზე მაგრდება. ხიდისებრი პროთეზის ჩასმამდე ჩვენ უნდა დავხეხოთ გვერდითა კბილები, რომლებსაც ჩასასმელი კბილის საყრდენად ვიყენებთ.

დაკარგული კბილ(ებ)ის აღდგენის საუკეთესო საშუალება იმპლანტია, რადგან დაკარგული კბილის ჩანაცვლების ყველა სხვა მეთოდს, გარდა ვიზუალური და ფუნქციონალური ნაკლოვანებებისა, მოჰყვება ძვლის ატროფია.​ მაგრამ ხიდისებრი პროტეზს ვთავაზობთ პაციენტს, თუ მისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, ხიდისებრი პროტეზით დაკარგული კბილის ჩანაცვლების პროცედურა სულ 2-3 ვიზიტი დასჭირდება. იმპლანტის ჩასმას, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდება. მიუხადავად იმისა, რომ ხიდისებრი პროტეზის დამაგრებას ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, ეს მეთოდი არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ერთზე მეტი კბილი აქვს დაკარგული. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, იმპლანტი აირჩიოთ.

bottom of page