ესთეტიკური სტომატოლოგია
კბილების გათეთრება
კბილების გათეთრებისთვის პაციენტებს ვთავაზობთ როგორც პროფესიულ გათეთრებას, ასევე, ე.წ. სახლში გათეთრებას. კბილების პროფესიული გათეთრება სწრაფ, ეფექტიან და გრძელვადიან შედეგს მოგცემთ. ერთ სეანსში კბილების 5-დან 10-მდე ტონით გათეთრებაა შესაძლებელი.
ინდიგოს კლინიკებში Beyond POLUS-ის პროფესიული გათეთრების სისტემას ვიყენებთ. ეს სისტემა ერთი ვიზიტის ფარგლებში კბილების სწრაფად და უსაფრთხოდ გათეთრების საშუალებას გვაძლევს. პროცედურა 30 წუთიანია.
Beyond სისტემის უპიტასობები:
-
პაციენტის დაცვა ულტრა-იისფერი სხივებისგან
-
ახალი თაობის ფილტრები, რომლებიც პროცედურის დროს 50%-ით ამცირებს
-
პროცედურის შემდეგ პაციენტს ან საერთოდ არ აღენიშნება სენსიტიურობა ან სენსიტიური ფაზა შემოიფარგლება 12 საათით.
ჩვენ ასევე შეგვიძლია ე.წ. სახლში გათეთრების პროცედურები დაგინიშნოთ. ამისთვის, პაციენტს ვუმზადებთ კაპებს. კაპებზე პაციენტმა უნდა წაუსვას სპეციალური გელი და ატაროს ყოველდღიურად გარკვეული დროით.
მიღწეული ეფექტის შესანარჩუნებლად, თავი მოარიდეთ:
-
თამბაქოს პროდუქტებს
-
ყავას და ჩაის
-
წითელ ღვინოს
-
საკვების დანამატ საღებავებს
-
ფერად სასმელებს
ესთეტიკური ბჟენი
ესთეტიკური ბჟენი კბილის დაზიანებული ზედაპირის აღდგენის, ფორმისა და ფერის შეცვლის საშუალებას გვაძლევს. ესთეტიკური ბჟენი კბილების პოზიციონირებაში მცირე დარღვევების სამკურნალოდაც გამოიყენება. თუ თქვენ უფრო საფუძვლიანი ცვლილებები გჭირდებათ, მკურნალობის ალტერნატიული ფორმა უნდა განვიხილოთ.
ინდიგოს სტომატოლოგიურ კლინიკებში მაღალი ხარისხის ბჟენებს ვიყენებთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ და უზრუნველვყოთ ბჟენის მედეგობა, პაციენტის კომფორტი და სასურველი ვიზუალური ეფექტი. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ მასალებს, რომლებიც იდეალურია ჩამოტეხილი კბილის აღსადგენად, მეჩხერი კბილების შესავსებად, ფერის შესაცვლელად, ღრძილის რეცესიისას ფესვის დასაცავად თუ კბილის ფორმის შესაცვლელად.
ვინირები
კბილების ესთეტიკური ეფექტის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი ვინირებია. ვინირი ძალიან თხელი ფაიფურის გარსია და თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება. ვინირები არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ვინირები კარგი არჩევანია მაშინ, როცა პაციენტს სჭირდება რამდენიმე კბილის ვიზუალური ეფექტის შეცვლა. ეს პროცედურა 2-3 ვიზიტში სრულდება. შედეგად, კბილები ბუნებრივად გამოიყურება და პაციენტისთვის კომფორტულია.