top of page

ენდოდონტიური ჩარევის ამოცანა, კბილისა და მისი მიმდებარე ქსოვილების ინფექციისგან დასაცავად, კბილის არხის სისტემის მიკრო ორგანიზმებისგან გაწმენდაა. მკურნალობის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, დაზიანებული კბილის არხი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს და დაიხუროს.

ინდიგოს კლინიკებში ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც არხის მდგომარეობას მიკროსკოპულ დონეზე შეფასების საშუალებას გვაძლევს. არხის მოსამზადებლად ვიყენებთ ქირურგიულ მიკროსკოპს ან სტომატოლოგიურ მიკროსკოპს ტიტანიუმის ფაილებით და სპეციალური ენდოდონტური ულტრაბგერითი ფაილებით ან დიოდის ლაზერით. შედეგად ვიღებთ სრულყოფილ დეზინფექციას და პერმამენტულად დახურულ არხს. არხების მკურნალობა, როგორც წესი, წარმატებული პროცედურაა და პირის ღრუს ჰიგიენის სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში, კბილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელი რჩება. 

bottom of page