top of page

სტომატოლოგიური იმპლანტი ბუნებრივი კბილის ფუნქციონალური და ვიზუალური იმიტაციაა. როცა კბილის გადარჩენა შეუძლებელი ხდება, იმპლანტით მისი ჩანაცვლება ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის გზაა. იმპლანტით შესაძლებელია როგორც ერთი, ისე რამდენიმე კბილის ერთდროულად ჩანაცვლება.

უახლესი იმპლანტი შედგება 3 მთავარი ნაწილისგან: (1) იმპლანტი, ტიტანიუმის ან ცირკონის-კერამიკის კონსტრუქცია, ანუ ხელოვნური ფესვი, რომელიც თავსდება ყბის ძვალში, (2) აბატმენტი და (3) ხილვადი ნაწილი - იმპლანტის გვირგვინი. აბატმენტისა და გვირგვინის მოთავსება შესაძლებელია ისე, რომ იგი ზუსტად ჩაჯდეს კბილთა რიგში. 

იმპლანტის ყბის ქსოვილში სრული ინტეგრაციის შემდეგ, იმპლანტზე  გვირგვინი, ხიდი ან პროტეზი მაგრდება. ინდიგოს კლინიკებში მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ევროპაში წარმოებულ იმპლანტებს ვიყენებთ და გვირგვინებს, ხიდებსა და მუდმივ პროტეზებს ჩვენს ლაბორატორიაში ვამზადებთ. იმპლანტის ჩასმის შემდეგ, იმპლანტის გასაწმენდად ექიმს ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა მიაკითხოთ. სწორი მოვლის შემთხვევაში, იმპლანტი 25 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს სრულყოფილ ვიზუალსა და ფუნქციონალურობას. 

იმპლანტის უპირატესობები:

  • ბუნებრივი კბილის ფუნქციისა და ვიზუალის სრულფასოვანი იმიტაცია 

  • სწორი მოვლის შემთხვევაში, იმპლანტი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგიძლებთ

  • განსხვავებით კბილის ჩანაცვლების ალტერნატიული მეთოდებისგან, არ აზიანებს სხვა კბილებს და არ იწვევს ყბის ქსოვილის ეროზიას

bottom of page