top of page

პირის ღრუს თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურა

თერაპიული სტომატოლოგიის პროგრამის მიზანია სერტიფიცირებული თერაპიუი სტომატოლოგის მომზადება. თერაპიული სტომატოლოგია შეისწავლის სარძევე და მუდმივი კბილების, კბილისირგვლივი ქსოვილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და განვითარების მექანიზმებს, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და კონსულტირების ასპექტებს მოზრდილთა და ბავშვთა ასაკში.

პროგრამის სასწავლო მიზნები

ცოდნა

მაძიებელმა პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა იცოდეს:

  • პირის ღრუსა და ყბა-კბილთა სისტემის განვითარების, ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ჰისტოლოგიური მახასიათებლები;

  • სტომატოლოგიური დაავადებების კლასიფიკაცია;

  • სტომატოლოგიური დაავადებების ეტიო-პათოგენეზი;

  • პირის ღრუსა და ყბა-კბილთა სისტემის გამოკვლევის მეთოდები, მათი გამოყენების თანმიმდევრობა, გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკური შეფასება;

  • სამედიცინო დოკუმენტაციის შევსება;

  • მუდმივი და სარძევე კბილების სისტემიზაცია;

  • სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია (გავრცელება, ინტესივობა);

  • სტომატოლოგიურ დაავადებათა პრევენციის ძირითადი საკითხები, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ტიპები და მათი ჩატარების აუცილებლობა;

  • მოზრდილთა და ბავშვთა სტომატოლოგიური დაავადებების მართვა (მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის უახლესი, თანამედროვე პრინციპები):

    • კარიესი და მისი მართვა;

    • არაკარიესული დაავადებები და მათი მართვა;

    • კბილების ტრავმული დაზიანებები და მათი მართვა;

    • პულპიტი და მისი მართვა;

    • პერიაპიკალური დაზიანებები და მათი მართვა;

    • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანებები და მათი მართვა;

    • პაროდონტის დაავადებები (ბავშვთა ასაკში გინგივიტი, პაროდონტიტი, იუვენილური პაროდონტიტი, სწრაფად პროგრესირებადი პაროდონტიტი) და მათი მართვა.

  • მკურნალობით გამოწვეული გართულებების მართვა;

  • საბჟენ-სარესტავრაციო მასალების სელექციური გამოყენება;

  • ესთეტიკური რესტავრაციის კონცეპტუალური პრინციპები;

  • ენდოდონტიური მასალების შერჩევის პრინციპები;

  • ანესთეზიისა და სედაციის ჩატარების თავისებურებები;

  • რაციონალური ფარმაკოთერაპიის პრინციპები;

  • დეონტოლოგიის პრინციპები (პაციენტებთან, პაციენტ-ბავშვებთან,
    და პერსონალთან ურთიერთობისას);

  • ინფექციის კონტროლის საკითხები;

  • პირველადი გადაუდებელი დახმარება;

  • ბავშვთა ასაკში თერაპიული სტომატოლოგიის ძირითადი ასპექტები:

    • ბავშვთა პირის ღრუსა და ყბა-კბილთა სისტემის ასაკობრივი ანატომიურ- ფიზიოლოგიური და ჰისტოლოგიური მახასიათებლები;

    • ბავშვთა ყბა-კბილთა სისტემის ასაკობრივი განვითარების ვადები (სარძევე კბილთა ამოჭრისა და ექსფოლიაციის ვადები, ახალგაზრდა მუდმივი კბილების ამოჭრისა და ფესვის ფორმირების-აპექსოგენეზის ვადები, მინანქრის მომწიფების ვადები);

    • სტომატოლოგიური დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში;

    • სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობის სპეციფიკა ბავშვთა ასაკში;

    • ბავშვთა ასაკში საბჟენ-სარესტავრაციო მასალების შერჩევის კრიტერიუმები;

    • ბავშვებისათვის სტომატოლოგიური სერვისის მიწოდების სპეციფიკა (ფსიქოლოგიურ-ასაკობრივი ასპექტების გათვალისწინება).

 

 

უნარები

 

მაძიებელმა პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა შეძლოს:

 

თერაპევტ-სტომატოლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების შედეგების ინტერპრეტაცია:

  • რენტგენოგრაფია/ვიზიოგრაფია;

  • პანორამული რენტგენოგრამით მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია;

  • კბილის ვიტალობის განსაზღვრა (თერმოდიაგნოსტიკა, ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა);

  • მინანქრის დემინერალიზაციის კლინიკური დიაგნოსტიკა (კბილების ვიტალური შეღებვა);

  • ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენური ინდექსების განსაზღვრა (კბილების ვიტალური შეღებვა); (ფეოდოროვ-ვოლოდკინის, გრინ-ვერმილიონის);

  • პაროდონტული ინდექსების განსაზღვრა (PMA, CPITN);

  • ფესვის არხის სიგრძის განსაზღვრა (მათემატიკური, ელექტრომეტრული და რენტგენოლოგიური მეთოდი);

  • ლაბორატორიული გამოკვლევები (ჰემატოლოგიური, მორფოლოგიური, ციტოლოგიური, მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური, ალერგოლოგიული).

 

თერაპევტ-სტომატოლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება. კერძოდ:

  • რაბერ-დამის სისტემით საოპერაციო ველის იზოლაცია;

  • კბილების, ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაუტკივარება - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შერჩევა და მათი გამოყენება: რეგიონული, ინფილტრაციული, აპლიკაციური;

  • სტანდარტული სადიაგნოსტიკო კლინიკური მეთოდების გამოყენება (მ.შ. ზონდირება, კბილთა მორყევის ხარისხის განსაზღვრა);

  • პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარება;

  • ადგილობრივი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება: მარემინერალიზებელი თერაპია, ფისურების ჰერმეტიზაცია;

  • დროებით და მუდმივ დენტიციაში ოდონტოგენური დაავადებების მკურნალობისას საჭირო. კერძოდ:

    • მანუალური პროცედურების შესრულება. კერძოდ,კბილის/კარიესული ღრუს პრეპარირება (ბლეკის პრინციპითა და თავისუფალი დიაზინის პრინციპით, მინიმალურ-ინვაზიური თერაპია); დაბჟენა –რესტავრაცია;
      სამკურნალო სარჩულის მოთავსება; წკირებისფიქსაცია; კბილის ტრეპანაცია; პულპოტომია (დევიტალური ამპუტაცია, ვიტალური ამპუტაცია); პულპექტომია; არხების ენდოდონტიური დამუშავება (მექანიკურ-ქიმიური); ენდოდონტში დროებითი ნახვევის მოთავსება/ მედიკამენტების იმპრეგნაცია; არხების დაბჟენა (სილერითა და გუტაპერჩის ლატერალური კონდენსაციის მეთოდით, არხის საბჟენი პასტით-სარძევე კბილების).

    • თერაპიული ეფექტის უზრუნველყოფა. კერძოდ: დენტინოგენეზის სტიმულაცია; აპიკალური ოსტეოგენეზის სტიმულაცია; აპექსიფიკაცია; აპექსოგენეზი.

    • ლორწოვან გარსისა და პაროდონტის
      პათოგენური ან სიმპტომატური ადგილობრივი (დამუშავება - აპლიკაცია) და ზოგადი მედიკამენტური (ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიმუკოზური, კერატოპლასტიკური, საანესთეზიო) თერაპია; პაროდონტული ჯიბების დამუშავება;

    • ბავშვის მონიტორინგი (მკურნალობის გამოსავლის/ შედეგის კლინიკური და რენტგენოლოგიური შეფასება);
      ბ.ი) კბილის ვიტალობის განსაზღვრა (თერმოდიაგნოსტიკა, ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა);

    • მინანქრის დემინერალიზაციის კლინიკური დიაგნოსტიკა (კბილების ვიტალური შეღებვა);

    • ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენური ინდექსების განსაზღვრა (კბილების ვიტალური შეღებვა-ფეოდოროვ-ვოლოდკინის,გრინ-ვერმილიონისმეთოდით); ბ.მ) პაროდონტული ინდექსების განსაზღვრა (PMA, CPITN);

    • ფესვის არხის სიგრძის განსაზღვრა (მათემატიკური, ელექტრომეტრული და რენტგენოლოგიური მეთოდი);

    • პაციენტთათვის ინდივიდუალური ჰიგიენური ჩვევების სწავლება;

    • ლაზეროთერაპია.

bottom of page